ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა - მისმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიამ“ ხმების 19.9% მოიპოვა და მესამე ადგილზე გავიდა.

ხმების 99.4%-ის დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში მემარჯვენე „ეროვნული კოალიციის“ პარტიამ ხმების 20.8%-ით გაიმარჯვა და მეორე ადგილზეა მემარჯვენე პოპულისტური „ფინელების პარტია“ ხმების 20.1%-ით.

ფინეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კვირას გამართულ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.9% შეადგინა.

სანა მარინმა დამარცხება აღიარა და გამარჯვებული პარტიების ლიდერებს მიულოცა.

„ეროვნული კოალიციის“ პარტიის ლიდერმა, პეტერი ორპომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები „დიდი გამარჯვებაა“ და დასძინა, რომ მისი პარტია კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს. არჩევნების შედეგებს მიესალმა მეორე ადგილზე გასული „ფინელების პარტიის“ ლიდერი, რიკა პურაც..

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია