ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში მოსახლეობას 9 აპრილის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში, მოსახლეობას 9 აპრილის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველას მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა „უარი ვუთხრათ რუსულ მთავრობას და კრიმინალურ რეჟიმს“.

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ინფორმაციით, 9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში, ბაზარში „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ლიდერებთან, გიორგი ბოტკოველთან, დევი ჭანკოტაძესთან და ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, 9 აპრილის აქციის საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობა 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველზე მიიწვიეს.

„სლოგანი „ერთად ევროპაში“, ქუთაისელებს ყველაზე კარგად ესმით და ქუთაისი არის ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ქალაქი და ქუთაისელებიც, კახელებიც, რაჭველებიც, უნდა შევიკრიბოთ 9 აპრილს ერთად, რათა დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში ისეთი რამ, რასაც ვერასდროს ვერც რუსი ივანიშვილი და ვერც, ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეცვლის, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა