სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, მისი მოადგილეები იქნებიან ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე.

„როგორც იცით, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე, ორივე მათგანი ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას,“- განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება თამარ გვარამაძეს, რომელიც აქამდე სახალხო დამცველის პირველი მოადგილე იყო, თანამდებობაზე რჩება.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის