ანა ნაცვლიშვილი - „ლელო“ ვისთანაც თანამშრომლობს, ღია და დეკლარირებულია - რაკი დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობა დეკლარირებული არა გვაქვს, ე.ი. ასეთი თანამშრომლობა არ არსებობს

„ლელოს“ პრინციპი ასეთია, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ღია და დეკლარირებულია - რაკი დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობა დეკლარირებული არა გვაქვს, ე.ი. ასეთი თანამშრომლობა არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია „ლელოს“ დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა.

„დაფინანსებას კანონმდებლობა არეგულირებს და შეგიძლიათ, მარტივად გაეცნოთ. „ლელოს“ დაფინანსება არის გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომია. საერთოდ, გამჭვირვალეობის მომხრე ვარ და რასაც კანონი არეგულირებს, ყველამ უნდა დაიცვას. ჩვენ ამას ვიცავთ!

ჩვენს პარტიას დავით კეზერაშვილი არ აფინანსებს, სხვებთან რა ხდება, ამაზე კითხვა სხვა პოლიტიკურ აქტორებს დაუსვით. ჩვენ კეზერაშვილთან თანამშრომლობის რესურსს რომ ვხედავდეთ, ვითანამშრომლებდით. თანამშრომლობა არ გვაქვს და არ ვგეგმავთ ბევრი მიზეზის გამო“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა