იაგო ხვიჩია - დავით კეზერაშვილი უფრო „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ვიდრე ოპოზიციას - მთელი ოპოზიციური პროცესის დისკრედიტაცია მოხდა იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში კეზერაშვილ-მერაბიშვილი აღმოჩნდნენ

ქართული ოპოზიციის ასეთი დახმარებით, დავით კეზერაშვილი უფრო „ქართულ ოცნებას" ეხმარება, ვიდრე ოპოზიციას - მთელი ოპოზიციური პროცესის დისკრედიტაცია მოხდა იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის" სათავეში კეზერაშვილ-მერაბიშვილი აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, კეზერაშვილისადმი მისი რჩევა იქნებოდა, რომ ქვეყნის პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ბევრმა სხვა ლიდერმა უნდა გააკეთოს.

„სხვა რა უნდა აწყობდეთ, „ქოცებს"?! თუ მართლა „ქოცებს" ებრძვი, ის არ უნდა დაუშვა, რომ ყველაზე დისკრედიტირებული აღმოჩნდე ოპოზიციის მხარეს და დისკრედიტირების მიზეზი იყო. ზოგადად, არსებული ოპოზიციური კონსტრუქცია, რომელიც კეზერაშვილის ფულზე და „ნაცების" შიგნით ვანოს რეპუტაციაზე დგას, ჩემი აზრით, „ქოცების" დამარცხების პროცესს აზიანებს კი არა, ხელს უშლის. თუ რაიმე ინარჩუნებს ხელისუფლებას, "ნაცების" მტრის ხატია - სააკაშვილი რომ ციხეშია, ეს ხატი სათანადოდ მაინც არ გამოიყურება. ამიტომ საჭიროა მისი გაძლიერება ისეთი ფიგურებით, როგორიც მერაბიშვილ-კეზერაშვილია. ამაში ხელი „ქოცებს" არ უნდა შეუწყონ.

ჩვენ დავით კეზერაშვილთან არც კომუნიკაცია გვქონია და არც თანამშრომლობის სურვილი გაგვაჩნია, რადგან ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. თუ ფულს ვინმე გაძლევს, ფულს თავისუფლების სანაცვლოდ გაძლევს და ჩვენ მზად არ ვიყავით, თავისუფლება კეზერაშვილის ფულის გამო დაგვეთმო", - განუცხადა ჟურნალისტებს იაგო ხვიჩიამ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა