კახა კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე - უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები, აღნიშნული პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ასევე, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ იდგა 7-8 მარტის აქციებზე სამართალდამცავების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის უკან.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული პიროვნება მხოლოდ შემსრულებელი იყო, „თუმცა ესეც ძალიან ცუდია და საზოგადოებამ მსგავსი ქმედება უნდა დაგმოს".

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკოსს აქვს შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ საკითხზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ყოველივე კანონის ფარგლებს არ გასცდეს. თუ რომელიმე ადამიანი კანონს დაარღვევს, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

აღნიშნულ პიროვნებას პოლიციელების მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა ედება ბრალად, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს და უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ამ ყველაფრის ორგანიზატორები. აღნიშნული პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ასევე, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს. თუ რა ორიენტაციის იქნება, ეს თავად ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ. ამის გარეშე ჩვენ ვერ განვვითარდებით და წინ ვერ წავალთ. ეს არც ევროპაა, არც ევროპული ღირებულებები და მომავალი. ეს არის უფსკრული და უკან გადადგმული ნაბიჯები, შესაბამისად, უნდა დაიგმოს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება