კახა კალაძე - როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ? - სააკაშვილის გათავისუფლება შესაბამის ინსტიტუტს ჩამოშლის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფოს გარკვეული ინსტიტუციები აქვს და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება შესაბამის ინსტიტუტს ჩამოშლის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, „როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდანვე დაგეგმილი იყო და მიზნად საქართველოში არეულობას ისახავდა“.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდანვე დაგეგმილი იყო. რომ არ დაეკავებინათ, მისი გეგმა დაპირისპირება და არეულობა იქნებოდა. ეს გეგმა ჩავარდა და მას შემდეგ, რაც დააკავეს, პირველივე დღიდან ცდილობენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხაზგასმით, ციხიდან გამოუშვან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემოქმედი თავად არის. ის თვითდაზიანების რეჟიმშია და ამ ყველაფერში მისი გარემოცვა და ოჯახიც ხელს უწყობს. მისი ოჯახის წევრებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ შესაბამისი კალორაჟის საკვები მიიღოს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკვებს არ მიიღებს, დასუსტდება.

როგორ წარმოგიდგენიათ, პატიმარი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული აქვს, იმის გამო, რომ არ იკვებება, სახელმწიფომ გაუშვას. ჩვენ ვართ სახელმწიფო და გარკვეული ინსტიტუციები გვაქვს. სხვა პატიმრებს რა უნდა ვუთხრათ? ეს ძალიან მძიმე თემაა და სააკაშვილის გათავისუფლება შესაბამის ინსტიტუტს ჩამოშლის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის