კახა კალაძე - ისეთ ადამიანებს, როგორიც ქალბატონი ვიოლაა, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ - ე.წ. ჩვენი მეგობრები, პოლარიზაციას, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ხელს თავად უწყობენ

ეს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა. ე.წ. ჩვენი მეგობრები, პოლარიზაციას, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ხელს თავად უწყობენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ისეთ ადამიანებს, როგორიც ვიოლა ფონ კრამონია, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ.

„ეს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა. 12 პუნქტიან გეგმაში პირველი რაც წერია, ეს არის დეპოლარიზაცია. ერთი მხრივ, ამისკენ მოგვიწოდებენ და მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ე.წ. ჩვენი მეგობრები, პოლარიზაციას, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ხელს უწყობენ.

რბილად რომ ვთქვათ, ეს ძალიან დიდი უპატივცემულობაა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს არსებულ ვითარებას.

ისეთ ადამიანებს, როგორიც ქალბატონი ვიოლაა, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ. ამ ადამიანებს თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება