ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 4,1 პროცენტი, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

„მესამე ძალიან პოზიტიური ინფორმაცია რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს იყო გამოწვევა. შარშან, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე დასაქმების მიმართულებითაც ძალიან სერიოზული გაუმჯობესება გვქონდა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 ახალი სამუშაო ადგილი. ამის გარდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 4,1 პროცენტი, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ასე რომ ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა