ჯანდაცვის კომიტეტზე, რომელსაც აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები ესწრებიან, ხმაური იყო

ჯანდაცვის კომიტეტზე, რომელსაც აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები ესწრებიან, ხმაური იყო.

კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ მშობლებს სურდათ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსულიყვნენ.

მან კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძეს მოუწოდა, საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეეტანა, რაზეც ლომინაძემ უთხრა, რომ განსახილველი საკითხები უკვე დამტკიცებული იყო. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მშობლებთან აღნიშნულ საკითხზე მას შემდეგ გაისაუბრებენ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.

„2023 წლის ბიუჯეტში ჩვენი კომიტეტის, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ განსაზღვრულია 30 მლნ - ათჯერადი ზრდაა დაფინანსების. გათვალისწინებულია უამრავი იშვიათი დაავადების დაფინანსება, მათ შორის ჯერ კიდევ შარშანდელის შემდეგ, განიხილება საკითხი აქონდროპლაზიის ბავშვებისთვის მედიკამენტების შეძენის შესახებ. განიხილება მედიკამენტის შემოტანისა და შეძენის. მშობლებთან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ კონტაქტში ვართ, მათ ჩვენგან ყოველდღიური ზრუნვა აქვთ, შექმნილია ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფი იხილავს ამ მედიკამენტის შემოტანის საკითხს, მოლაპარაკებებში ჩართულია UNICEF, მინისტრი და მისი მოადგილეები, ამავე დროს, ველოდებით პასუხს „ბიომარინიდან“, რომელთან კომუნიკაციაშიც თამარ გაბუნია პირადადაა ჩართული. ასე რომ, ეს საკითხი განხილვაშია.

ასევე შექმნილია ჯგუფი, სადაც მშობლებიც არიან და განიხილება ახალი „გაიდლაინები“ და პროტოკოლი. დარგის სპეციალისტები მუშაობენ ამ პროტოკოლის და „გაიდლაინის“ შემოღებაზე“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ლომინაძის აღნიშნული განცხადების პარალელურად, მას ანა წითლიძე რეპლიკებით მიმართავდა, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ მიუგო: „ნუ ცდილობთ სხდომის ჩაშლას, იძულებული ვიქნები, დაგატოვებინოთ სხდომა“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი