აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში აშშ საელჩოს საგრანტო პროგრამით დაფინანსებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში აშშ-ის საელჩოს - წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში ქართულ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელოს ,,ფინანსების აღრიცხვა“ (მე-5 გამოცემა, ავტ: ჯეფრი უეიბრაიტი და რობერტ კემპი, გამომცემლობა Pearson) პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ საქართველოში აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში ითარგმნა.

აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს უახლეს თანამედროვე ლიტერატურას და არის რიგით მესამე წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე აშშ საგრანტო პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და პარტნიორი დაწესებულების თანამონაწილეობით ითარგმნა.

პრეზენტაციას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური კოლეგიის თავჯდომარე დავით ჩერქეზიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნათია თურნავა, აშშ-ის საელჩოს გრანტების მენეჯერი ანა ხარიბეგაშვილი, სახელმძღვანელოს მთარგმნელთა ჯგუფი, განათლების ექსპერტები, მოწვეული სტუმრები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა სახელმძღვანელოს შესახებ და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უახლესი თანამედროვე ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემების მნიშვნელობაზე მომავლში.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ რამდენიმე თვეში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ აშშ საელჩოს წიგნის თარგმანის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ქართულ ენაზე თარგმნილი კიდევ ერთი თანამედროვე სახელმძღვანელო გამოიცემა.

(R)

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო