ოთარ შამუგიას განცხადებით, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასი შემცირდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შესაძლოა, ძირითადი მოხმარების პურზე ფასები შემცირდეს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო პერიოდში, ხორბლისა და ფქვილის ფასი შემცირდა, რაც პურის ფასის შემცირების წინაპირობაა.

„ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებაში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და შეიძლება თქვას, განსაკუთრებით, ფქვილზე. ჩვენ გვქონდა პურის მწარმოებლებთან კომუნიკაცია და ველოდებით, რომ ფქვილის ფასების შემცირება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, უკვე აისახება პურზე და ჩვენ დახლებზე ალბათ, უახლოეს პერიოდში, კონკრეტული სახეობის პურზე, ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს ვნახავთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის