უმრავლესობა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გივი მიქანაძეს, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პაატა კვიჟინაძეს წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გივი მიქანაძეს, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პაატა კვიჟინაძის კანდიდატურას წარუდგენს.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ორივე კანდიდატურას.

„თქვენ იცით, რომ 2 ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც განათლებისა და საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები აღარ არიან. ერთი განათლების მინისტრია და მეორე გავიდა პარლამენტიდან. საპარლამენტო უმრავლესობამ იმსჯელა და ხვალ პარლამენტის წინაშე ასარჩევად განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იქნება გივი მიქანაძე, რომელიც აქამდე იკავებდა ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ, პაატა კვიჟინაძე. ორივე მათგანს ვუსურვებ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ხვალ პარლამენტი აირჩევს ორივე მათგანს შესაბამის თანამდებობებზე“,- განაცხადა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება