გრიგოლ გეგელია - დღეს თუ ვინმე არის ტერორისტი, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“ - ახლა უნდათ, რომ 21 წლის ბიჭზე „გადატეხონ ჯოხი“

დღეს თუ ვინმე არის ტერორისტი, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გეგელიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ „დაატერორა“ ქართველი ხალხი, როდესაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონი დააინიცირა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა და ახლა სურს, რომ 21 წლის ბიჭზე გადატეხოს ჯოხი.

„ერთი რაღაც მინდა ვუპასუხო ბატონ მდინარაძეს - პოლიციაზე თავდასხმა კი არა, მდინარაძე, კობახიძე და სხვები, კრემლის პატარა, არარაობა აგენტები დაესხნენ თავს მთელს ქართულ სახელმწიფოს, კონსტიტუციას, ჯარს, პოლიციას და ყველა ქართველ მოქალაქეს. დიახ, დღეს თუ ვინმე არის ტერორისტი, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ დაატერორა ქართველი ხალხი, მაშინ, როდესაც დააინიცირა ეს კანონპროექტი, როდესაც გაიტანა პირველი მოსმენით, როცა მსოფლიოში არავის არ მოუსმინა, როცა ქართველ ხალხს არ მოუსმინა და ახლა უნდათ, რომ 21 წლის ბიჭზე გადატეხონ ჯოხი და მართლა კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადონ. ამიტომ, თუ ვინმე დღეს საქართველოში არის ტერორისტი და მოძალადე, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც ყველა ქართველის წინააღმდეგ, ჩვენი კონსტიტუციისა და მომავლის წინააღმდეგ მოქმედებს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.

ამასთან, მდინარაძის თქმით, „არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი