ლევან ბეჟაშვილი - სახელისუფლებო სისტემაში კორუფცია და ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პარტიული ღონისძიებები და პარტიული საქმიანობა გამოიძიონ, ჯერ თავის ბოსტანს მიხედონ!

სახელისუფლებო სისტემაში კორუფცია და ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პარტიული ღონისძიებები და პარტიული საქმიანობა გამოიძიონ, ჯერ თავის ბოსტანს მიხედონ! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც დავით კეზერაშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების დაფინანსების თაობაზე "ქართულ ოცნებაში" გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" ცდილობს, ამ ხერხით ოპოზიციური პარტიები დააშინოს, თუმცა, ეს არ მუშაობს.

„ქართული ოცნების" მუქარები კარგად გვახსოვს. ყველა არჩევნების წინ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღიძვრება საქმე და მერე ყველა ოპოზიციურ პარტიის და რაც მთავარია, მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს იბარებენ სუს- ში, ეს საქმეები არავის გამოძიებული არ უნახავს. ამიტომ ესეც "ქართული ოცნების" ხერხია, რომ კიდევ ერთხელ დააშინოს პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც შედეგს ბუნებრივია, ვერ მოიტანს, აღარ მოაქვს დაშინებას შედეგი. დღეს საზოგადოება მიხვდა, რომ ქვეყანას "ქართული ოცნება" კი არა, რუსული ოცნება მართავს. რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, არსებობს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც პარტიების ფინანსებზე კონტროლს ახორციელებს, თითქმის ყოველთვიურ რეჟიმში ხდება ანგარიშგება, ასე რომ, აქ არანაირი კითხვები არ არსებობს. "ქართულ ოცნებას" უფლება აქვს გამოძიება ჩაატაროს ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ მთავარია ისინი კონცენტრირდნენ იმ პრობლემაზე რაც არის კორუფცია სახელისუფლებო სისტემაში, სადაც ჩართულია როგორც უმაღლესი, ასევე მუნიციპალურ დონეზე ყველა თანამდებობის პირი, ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პარტიული ღონისძიებები და პარტიული საქმიანობა გამოიძიონ, ოლიგარქის დაფინანსებული, ამიტომ ჯერ თავის ბოსტანს მიხედონ,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში