ანა წითლიძე - პარლამენტის თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი გვითხრა მე და ანა ნაცვლიშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას და „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი უთხრა.

ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მიზეზი გაურკვეველია.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი მითხრა მეც და როგორც გაირკვა ანა ნაცვლიშვილსაც. მიზეზი გაურკვეველია, თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით რაღაც აქვს დასამალი“, - წერს წითლიძე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი