არმაზ ახვლედიანი „ქართულ ოცნებას“ - შემდეგ ჯერზე, როდესაც მორიგ სახალხო პროტესტს, დასავლეთიდან მკაცრ შეფასებას და ოპოზიციის სიმტკიცეს მიიღებთ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს დამამთავრებელი ეტაპი თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში

სამწუხაროდ, პრემიერის ბოლო ჯერზე მოსვლის წყალი, როგორც ჩანს, უმრავლესობას გადაესხა - ვერ ახერხებთ პარლამენტსა და ქვეყანას პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზოთ, კოლეგები უმრავლესობიდან ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე საუბრობთ, რა კოშმარულია ოპოზიცია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობა და პარტიული დიქტატია, როდესაც პარტია ყველას და ყველაფერს ითავსებს. ახვლედიანის აზრით, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც პრემიერმა პარლამენტში ბოლო გამოსვლის დროს ვერ შეძლო რაიმე სასიკეთო ეთქვა.

„სამწუხაროდ, პრემიერის ბოლო ჯერზე მოსვლის წყალი, როგორც ჩანს, უმრავლესობას გადაესხა - ვერ ახერხებთ პარლამენტსა და ქვეყანას პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზოთ. კოლეგები, ვინც უმრავლესობიდან გამოვიდნენ, ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე საუბრობთ, რა კოშმარულია ოპოზიცია და რომ სწრაფად უნდა დაიმარხოს. იქნებ, რამე მაინც მოიფიქროთ, შეთანხმდეთ, პოზიტიური, რა შეიძლება შესთავაზოთ ოპოზიციასაც, საზოგადოებასაც და ევროპასაც. მაგრამ, კარგად მესმის, რატომ ვერ ახერხებთ შეთავაზებას, რატომ ვერ შეძლო პრემიერმა ბოლო სტუმრობის დროს გარდა ზიზღის ენისა, ცილისწამებისა, ბრალდებებისა, რამე პოზიტიური და სასიკეთო ეთქვა. სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანა უმთავრესი პრობლემების წინაშე დგას და ეს პრობლემა უპირველესად არაფორმალური მმართველობა და აქედან გამომდინარე არსებული პარტიული დიქტატია, როდესაც პარტია ითავსებს ყველას და ყველაფერს, როდესაც პარტიის ხელმძღვანელს ან ამ პარტიის წარმომადგენელ მთავრობის ხელმძღვანელს შეუძლია, შეითავსოს პროკურორის და მოსამართლის ფუნქციები, ბრალი დასდოს და განაჩენიც თავად გამოიტანოს. ამასთან გვაქვს საქმე ლაზარე გრიგორიადისის შემთხვევაში, როდესაც პრემიერმა ფაქტობრივად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლოს მიუთითა, რა და როგორ გააკეთოს. იგივე შეიძლება ითქვას ყველა სხვა შემთხვევაზე, იქნება ეს ნიკა გვარამიას საქმე, წარსულში ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხი, ან „ფორმულა“, რომლის მფლობელის მიმართ თავად გინდათ გადაწყვეტილება გამოიტანოთ. თქვენ ხართ ბრალმდებელიც და განჩინების გამომტანიც. ქვეყანაში პარტია ითავსებს ყველა ფუნქციას. ჰოდა, რატომ შეიძლება გიკვირდეთ, რომ ვერაფერს პოზიტიურს ვერ სთავაზობთ ამ გარემოში ჩვენს ქვეყანას, როდესაც სასამართლო უიშვიათესი გამონაკლისის და იშვიათი მოსამართლეების გარდა, ფაქტობრივად სრულად დაიპყარით სასამართლო სისტემა და ამით ერთი ათად აჯობეთ წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც ეს იყო ყველაზე მთავარი პრობლემა, მაგრამ თქვენ ახლა ისე დახვეწეთ მეთოდები, რომ იმ სისტემის შემოქმედსაც გაუკვირდება. ოკუპაცია, იქნება ეს ჩვენი ხალხის სიდუხჭირე თუ ევროატლანტიკურ გზაზე პრობლემები, სწორედ არაფორმალურ მმართველობას უკავშირდება. ასევე, პარტიულ დიქტატს და იმას, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდეს, ან ჩატარდეს თქვენებურად. სწორედ აქაა „ქართული ოცნების“ უმთავრესი პრობლემა და სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც მორიგ სახალხო პროტესტს, დასავლეთიდან მკაცრ შეფასებას და ოპოზიციის სიმტკიცეს მიიღებთ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის ბოლო, დამამთავრებელი ეტაპი თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი