ირაკლი ჩიქოვანი - პარტია, რომელსაც აქვს კეზერაშვილის ფინანსები, აქვს მერაბიშვილის იდეოლოგია და მართავს ხაბეიშვილი, გვთავაზობს, რომ ქვეყნის უკრაინიზაცია მოხდეს

პარტია, რომელსაც აქვს კეზერაშვილის ფინანსები, აქვს მერაბიშვილის იდეოლოგია და მართავს ხაბეიშვილი, პირდაპირ გვეუბნება და გვთავაზობს იმას, რომ ჩვენ ქვეყნის უკრაინიზაცია მოხდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ოპოზიცია საკუთარი ქმედებებით ცდილობს საქართველოს ევროპული მომავლის დაკნინებას. ამასთან, დასძენს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობას გააგრძელებს.

„უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, ის, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ შესრულებულიყო აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია. დარჩენილია ორი, ამ რეკომენდაციებსაც შევასრულებთ. თქვენ ევროკავშირის საკითხს იყენებთ როგორც იარაღს. იარაღს, პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კი არა, არამედ საკუთარი სახელმწიფოს მიმართ. ეს არის მართლაც მოღალატეობრივი ქმედებები, მაშინ როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივა გინდათ დააკნინოთ და საკუთარი პოლიტიკური ინტერესი წინ დააყენოთ. თქვით, რომ ამ ქვეყანაში თქვენ გინდათ რევოლუცია, ქვეყნის უკრაინიზაცია, მხოლოდ იმიტომ, რომ მოხვიდეთ ხელისუფლებაში. იმიტომ, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოდიხართ. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ პერსპექტივა თქვენთან ერთად არა აქვს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა