ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომლითაც ანა წითლიძეს და ანა ნაცვლიშვილს ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულების უფლება არ მისცა, აბსოლუტურად რაციონალურია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს - ანა წითლიძეს და ანა ნაცვლიშვილს ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულების უფლება არ მისცა, აბსოლუტურად რაციონალურია.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის, ლაზარე გრიგორიადისის მონახულების უფლება ოჯახის წევრებსა და ადვოკატს აქვთ და ეს არის გარანტია იმისა, რომ პატიმრის უფლებები არ ირღვევა.

კობახიძის განცხადებით, ძალადობის, პოლიციელებისთვის „ცეცხლის წაკიდების“, სახელმწიფო ქონების დაზიანების ფაქტებზე სათანადო სამართლებრივი პასუხია საჭირო.

„რეალურად, სათანადო პირებს მაგალითად, ადვოკატს, ასევე, მე როგორც ვიცი, ოჯახის წევრებს, აქვთ პატიმრის მონახულების საშუალება და ეს არის გარანტია იმისა, რომ არავის უფლებები არ იქნება დარღვეული. რაც შეეხება ამ საქმის ჭარბ პოლიტიზებას - ამის არდაშვების ლეგიტიმური უფლება მგონი, ყველას აქვს და აქედან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად რაციონალური.

რაც შეეხება თანხმობის გარეშე თავის გადაპარსვას - მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის ცალსახად ტყუილი, თუმცა ჯობს, რომ შესაბამისმა უწყებამ გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განმარტება. სამართლებრივ კვალიფიკაციას მე ამ საქმეს ვერ მივცემ, მე ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუმცა რაც შეეხება ძალადობას, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ქონების დაზიანებას და ა.შ., რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი მოვლენები და ამაზე საჭიროა სათანადო სამართლებრივი პასუხი, მათ შორის, პრევენციისთვის, რომ მომავალში ეს არ განმეორდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი