არჩილ თალაკვაძე - როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურება

როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურება - ჩვენ მივიღეთ მანდატი ხალხისგან, რომ ევროპული რეფორმები გაგვეტარებინა და კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ჩვენი ევროპული კურსის შესახებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ბრიუსელში ითხოვდა, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი 2024 წლამდე არ მიეცათ.

„კანდიდატის სტატუსს მიიღებს საქართველო და რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების და ხალხის დამსახურება. მესმის, რომ ძალიან არ უნდა რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასე იყოს. ამიტომ დადიოდნენ ევროპაში და არწმუნებდნენ ევროპელებს, რომ როგორც მინიმუმ 2024 წლის არჩევნებამდე იქნებ არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსიო, დღეს როცა ხედავენ, რომ რეფორმები ხორციელდება და ევროკავშირი ემზადება პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის, უკვე ამბობენ, რომ ეს იქნება ხალხის და არა ხელისუფლების, ჩვენ არ გვინდა ამ ხალხთან და ამ ხელისუფლებასთან ერთად კანდიდატის სტატუსიო, ასეთი განცხადებაც მოვისმინეთ, რაც სამარცხვინო განცხადებაა თავის შინაარსით. რაც არ უნდა თქვან, საზოგადოებამ და პარტნიორებმა კარგად იციან, რომ როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურება. ჩვენ მივიღეთ მანდატი ხალხისგან, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ჩვენი ევროპული კურსის შესახებ და მივიღეთ მანდატი, რომ ევროპული რეფორმები გაგვეტარებინა ამ ქვეყანაში და ამის შემდეგ სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაუჩნდა ამ ქვეყანას რეალური შესაძლებლობა ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე, მიეღო უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში