ანა წითლიძე - დამნაშავეებს სხვაგან ნუ ეძებთ, დამნაშავეები ეძებეთ საკუთარ თავებში იმიტომ, რომ 7-8 მარტის მოვლენებს ჰყავდა ერთადერთი დამნაშავე და ეს ხართ თქვენ - რუსული ხელისუფლება

დამნაშავეებს სხვაგან ნუ ეძებთ, დამნაშავეები ეძებეთ საკუთარ თავებში იმიტომ, რომ 7-8 მარტის მოვლენებს ჰყავდა ერთადერთი დამნაშავე და ეს ხართ თქვენ - რუსული ხელისუფლება - ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს მიიღებს და თქვენ როდესაც ამ ხელისუფლებაში არ იქნებით, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრებთ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ უმრავლესობის დეპუტატებს.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება არ არსებობს.

მან ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ირაკლი ჩიქოვანზე ბევრად ღირსეულად ბიძინა ივანიშვილის ზებრები და თუთიყუშები გამოიყურება“.

„ირაკლი ჩიქოვანი არის ის ადამიანი, რომელიც 2016 წელს გვიმტკიცებდა, რომ ამ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლებოდა. შემდეგ უღალატა საკუთარ ძმაკაცებს, ალასანიას და თანამდებობის ფასად „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ახლა როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახსენებს, მინდა მას ვუთხრა, რომ ირაკლი ჩიქოვანზე ბევრად ღირსეულად ბიძინა ივანიშვილის ზებრები და თუთიყუშები გამოიყურება.

რაც შეეხება „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს - მინდა მოგმართოთ, რომლებიც აქ ზიხართ, მაინტერესებს სად გადის თქვენი ბოროტების ზღვარი და მაინტერესებს რატომ სწირავთ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს? იმიტომ ხომ არა, რომ ლაზარემ და ლაზარეს თაობამ სილა გაგაწნათ 7-8 მარტის მოვლენებზე და საჯაროდ გითხრათ, რომ ამ თაობის არჩევანი არის ევროპა და არა რუსეთი? იმიტომ ხომ არა, რომ ლაზარეს და ლაზარეს თაობის ბრძოლის გამო, თქვენ რუსული კანონის უკან გაწვევა მოგიწიათ? არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება თქვენ ლაზარეს წინააღმდეგ არ გაქვთ. ლაზარეს თქვენ წაართვით სასამართლოს უფლება, როდესაც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები და ლაზარეს დემონიზებას შეეცადნენ. გაურკვეველია და იქნებ გვიპასუხოთ, ბატონო თავმჯდომარე, რატომ გვითხარით უარი მე და ანა ნაცვლიშვილს გვენახა ლაზარე და არა არის მიზეზი იმისა, რომ არ შეგვიშვით მათთან ციხეში?! - განაცხადა წითლიძემ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!