კახა ოქრიაშვილი - ინფლაციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა არის მინუსში!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს 2023-2024 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა არის 4,5 % და 2024 წელს, თუ ყველაფერი კარგად იქნება, 5 %. ასევე, გამოქვეყნდა 2023 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი - 6 %. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ეკონომიკა არის მინუსში! ამიტომ გარბის ხალხი საქართველოდან, ამიტომ არ აქვს ამ ქვეყანას პერსპექტივა.

ჩვენნაირ ქვეყანას, პროგრესული, სამართლიანი მთავრობის პირობებში, ყოველწლიურად, ორნიშნა - 10 და მეტპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. დღევანდელი მოცემულობა არის „ოცნების“ ათწლიანი მმართველობის და ქვეყნის ერთპიროვნული მიტაცების შედეგი. ბიზნესის მიმართ მტრული დამოკიდებულება (ანაკლიის პორტი, ნამახვან-ჰესი და ა.შ.), კორუფცია, კონკურენციის შეზღუდვა, სახელისუფლო ბიუროკრატიული წნეხი, ნდობადაკარგული სასამართლო, სადაც სამართალს ვერ იპოვი, მით უმეტეს დროულად - ეს ჩამონათვალი და მრავალი სხვა, არის ეკონომიკის პროგრესის, ე.ი. ჩვენი ქვეყნის განვითარების მტერი.

ვისურვებდი, მომავალში, საქართველოს ჰყავდეს არა ისეთი მთავრობები, როგორიც გვყავდა წარსულში და გვყავს დღეს, არამედ ისეთი, როგორიც ჰყავს მაგალითად ესტონეთს - ჩვენსავით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომლის მშპ საქართველოს იდენტური იყო და დღეს, ესტონეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5,5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ 1990 წელს საქართველოსა და ესტონეთში ერთი და იგივე პროფესიის ადამიანებს ჰქონდათ ერთნაირი ხელფასი, დღეს კი ესტონელს 5,5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ქართველს. ხომ მოახერხეს ესტონელებმა?! ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია!

ჩვენ გვჭირდება და გვეყოლება ახალი, პროგრესული და ოლიგარქიისგან თავისუფალი მთავრობა. შედეგი ეკონომიკაში არ დააყოვნებს!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა