რატი იონათამიშვილი ოპოზიციას - არჩევნებით არ შეგიძლიათ და ამიტომ „მოლოტოვის კოქტეილებით“ გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა

თქვენ იცით, რომ არჩევნებით არ შეგიძლიათ ხელისუფლებაში მოსვლა და ამიტომ „მოლოტოვის კოქტეილებით“ გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მან ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლები შეაფასა და პაატა მანჯგალაძის გამოსვლას უპასუხა, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა.

„საქართველოს პარლამენტში 9 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და რომელი სამუშაო ჯგუფის წევრები გახდნენ ის და მისი კოლეგები? 60 სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ერთ შეხვედრაში მაინც თუ მიიღეს მონაწილეობა ბატონებმა მანჯგალაძემ ან ვაშაძემ ან მათმა პოლიტიკურმა ჯგუფმა? 90-მდე კანონპროექტს ვუყარეთ კენჭი და დავამტკიცეთ პლენარულ სესიებზე და რომელს დაუჭირეთ მხარი? და უფრო მეტ შემთხვევაში ბოიკოტს ხომ არ უცხადებდით მთელ ამ პროცესს და არ დადიოდით არც პარლამენტში, არც კომიტეტებზე და სამუშაო ჯგუფებზე? ამიტომ მე მაქვს თქვენთან კითხვა - ბატონი ხაზარაძე როდესაც საუბრობდა კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უშლიან და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, შემთხვევით თქვენს ბოლშევიკურ „ტროიკაზე“ ხომ არ საუბრობდა და თქვენზე ხომ არ მიუთითებდა ამ შემთხვევაში? ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე საზოგადოების წინაშე გაქვთ პასუხი გასაცემი. დღეს ასევე ბევრჯერ მოვისმინეთ ადამიანის უფლებებზე ორმაგი სტანდარტებით საუბარი და კონკრეტულად ორმაგი სტანდარტია ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და იქამდე წავიდა თქვენი უტიფრობა, რომ კონკრეტულ ბრალდებულს მადლობას უხდით იმ ბრალდებაში, რომელიც მას წაყენებული აქვს. თქვენ იცით, რომ არჩევნებით არ შეგიძლიათ ხელისუფლებაში მოსვლა და ამიტომ „მოლოტოვის კოქტეილებით“ გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ცხადია, არ გამოგივათ და ამას, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი