ნატო ჩხეიძე - იმედი ვიქონიოთ, რომ არამოსამართლე წევრების არჩევისას, პარლამენტი მაღალპროფესიულ და არაერთგზის გამოცდილ კადრებზე შეაჩერებს ყურადღებას

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არამოსამართლე წევრების არჩევისას, პარლამენტი მაღალპროფესიულ და არაერთგზის გამოცდილ კადრებზე შეაჩერებს ყურადღებას,- ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო რეფორმის მცირე ნაწილი, რომელსაც არამოსამართლე წევრების შერჩევა გულისხმობს, საქართველოს შესრულებულად ჩაეთვლება, რადგან „მთლიანი რეფორმა როგორ შესრულდება, ჯერ უცნობი და მეტად სათუოა“.

„7-8 მარტს სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობით, წიწაკიანი გაზისა და წყლის ჭავლის მიმართ უკან არდახევით, უმრავლესობის მიერ მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღების - ქვეყნისადმი მავნებლური „რუსული კანონის“ სამართლიანად ჩაგდების შემდგომ, დღის წესრიგში 12 რეკომენდაციის სრულად შესრულება დგება.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არამოსამართლე წევრების არჩევისას, პარლამენტი მაღალპროფესიულ და არაერთგზის გამოცდილ კადრებზე შეაჩერებს ყურადღებას. იქნებ უპირატესობა მიენიჭოთ სწორედ იმ კადრებს, რომლებიც, ჩვენივე სპეციალური კანონებით ჩამოყალიბებული კომისიის მიერ და მაღალი კრიტერიუმებით, უკვე შერჩეულები არიან. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო რეფორმის ეს მცირე ნაწილი მაინც შესრულებულად ჩაგვეთვლება, რადგან მთლიანი რეფორმა როგორ შესრულდება ჯერ უცნობი და მეტად სათუოა. ამ რეკომენდაციებში ცხადად წერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში გადაყვანის შესახებ. ასევე, გზავნილია რამდენიმე დღის წინ ვიოლა ფონ კრამონის მიერ აქციაზე პირადად ყოფნა და გამოხატულება იმისა, რომ სახელმწიფო მეტი ლოიალობით მიუდგეს თუნდაც იმ დანაშაულს, რომელიც მმართველი პარტიის კონსტიტუციური ჩარჩოდან გადასვლის დროს ხალხის მღელვარებისას გამოიხატა. ევროკავშირის მიერ საქართველოს კანდიდატად ცნობა ჩვენს, უფრო სწორად თქვენს ხელშია და ქვიშასავით ნუ გაგეპარებათ ხელიდან“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა