ლევან ბეჟაშვილი - ომბუდსმენის დასკვნის შემდეგ ხელისუფლების უმოქმედობა იქნება კიდევ ერთი დანაშაულებრივი რგოლი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახორციელებს - ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა

ამ დასკვნის შემდეგ ხელისუფლების უმოქმედობა იქნება კიდევ ერთი დანაშაულებრივი რგოლი სისტემურ დანაშაულებრივ მიდგომაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახორციელებს. ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „ვივამედის“ ექიმების განცხადებები ადასტურებს, რომ ხელისუფლების კარნახით მოქმედებენ და როცა საუბარია იმაზე, დაბალკალორიულ საკვებს იღებს თუ არა სააკაშვილი, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მას საკვების მიუღებლობა და აუტანლობა აქვს, რაც ყველა პროფესიონალ ექიმს ესმის.

მისივე განცხადებით, სააკაშვილს უმძიმესი დიაგნოზები აქვს დადგენილი და ხელისუფლებას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა, პოლიტიკური შურისძიების მოტივაციიდან გამოვიდეს და სწრაფად იმოქმედოს.

„არსებობს კიდევ ერთი უმძიმესი დასკვნა ობიექტურ ექიმთა კონსილიუმისა და ხელისუფლებას მართებს შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მოქმედება შეფასდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, პრაქტიკულად განგრძობით დანაშაულთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმავდროულად, დასავლელი პარტნიორებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ გააძლიეროს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ. ასევე ეს დასკვნა უნდა დაედოს საფუძვლად ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში შესატან სარჩელს, რადგან ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადაუდებელი, სწრაფი მოქმედებაა საჭირო, რომ შევინარჩუნოთ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის კონსილიუმმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა