საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთს ნატოს წევრობას ულოცავს.
როგორც პრეზიდენტი წერს, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
„ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს.
ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბ-ბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების დროშებს გვერდით უკვე აღმართეს.