სალომე სამადაშვილი - დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დემონტაჟი უნდა გამოუცხადოს საკუთარ პოლიტიკურ სისტემას, ეს მათთვის პოლიტიკური გარდაცვალებაა

დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დემონტაჟი უნდა გამოუცხადოს საკუთარ პოლიტიკურ სისტემას. არ შეუძლია ამ ხალხს დეპოლარიზაცია, რადგან ეს მათთვის პოლიტიკურ გარდაცვალებას ნიშნავს, - ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც PACE- ს თანამომხსენებლების მოწოდებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში დეპოლარიზაცია შეუძლებელია, რადგან სწორედ პოლარიზაციაა მათი საყრდენი.

„ეს მოწოდება ვის ეკუთვნის, ყველამ გაიგოს, შეხედეთ რა მოხდა უკანასკნელ დღეებში - საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა ერთიანობა მიზნის გარშემო და დააფიქსირა ობიექტური შეშფოთება, რომ მმართველმა გუნდმა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ არჩევანს. მან გამოხატა მზაობა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ კონსოლიდაციას ევროპული მომავლის გარშემო და ის გახდა მმართველი გუნდის თავდასხმის ობიექტი. ოპოზიციიდან ყველამ გამოხატა მზადყოფნა რომ მიიღოს მონაწილეობა ყველანაირ თანამშრომლობის ფორმატებში, რაც ემსახურება საზოგადოების გაერთიანებას ევროპული მიზნის გარშემო, მაგრამ ამას უპირისპირდება „ქართული ოცნება“. მე ჩემს აზრს გეტყვით, „ქართული ოცნების“ პირობებში დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში ვერ განხორციელდება, რადგან „ქართულ ოცნებას“ არაფერი სხვა საყრდენი გარდა პოლარიზაციის, სიძულვილის ენის არ გააჩნია და დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დემონტაჟი გამოუცხადოს საკუთარ პოლიტიკურ სისტემას, რომელსაც არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ჩვენ ვნახეთ აქ მოსული პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააფრქვია სიძულვილი, ამ ტრიბუნიდან მოუსმინეთ რას გესაუბრებიან ხოლმე კობახიძე და სხვები - პირდაპირ სიძულვილის ენით მეტყველებენ, არ შეუძლია ამ ხალხს დეპოლარიზაცია, რადგან პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნიათ და პოლიტიკურ გარდაცვალებას ნიშნავს მათთვის დეპოლარიზაცია“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, PACE- ს თანამომხსენებლების შეფასებაში იდენტიფიცირებულია ის გამოწვევები, რაც ქვეყანაშია და მათ აღმოსაფხვრელად უახლოეს რამდენიმე თვეში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ევროსაბჭოს შეფასებები არის სახელმძღვანელო ევროკავშირისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათი დასკვნა, რომ გამოწვევაა ქვეყანაში კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ჩავარდა. გამოწვევაა, რომ ოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ხელისუფლებამ დააინიცირა, შესაძლოა არბიტრალურად იქნას გამოყენებული კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ. ასევე საუბარია სხვა უამრავ პრობლემაზე, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომ მისი მდგომარეობა აღრმავებს ქვეყანაში პოლარიზაციას. როცა ასეთ დასკვნას წერს ევროსაბჭოს დელეგაცია, ფაქტობრივად ამბობს, რომ არც ერთი რეკომენდაცია შესრულებული არ არის, ეს ამბობს ძალიან მძიმე რამეს. მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მსგავსი დასკვნის პირობებში მიეცეს შესაძლებლობა ევროკავშირს, რომ ქვეყანას მიანიჭოს სტატუსი. ამიტომ დარჩენილ რამდენიმე თვეში აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც იქ არის იდენტიფიცირებული. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში რა ცვლილებებს გეგმავენ ვერ გეტყვით. ის დასკვნა, რაც დაწერილია, მოითხოვს იმას, რომ თავიდან დაიწეროს, რადგან მთავარი სამართლებრივი პრინციპი არის დარღვეული - ობიექტური, გასაგები, განჭვრეტადი კრიტერიუმების არსებობის”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი