გია ვოლსკი - კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე

კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კეზერაშვილმა პოლიტიკური პროცესების მართვის მაფიოზურ - ოლიგარქიულ- პოლიტიკური მიქსი წარმოადგინა.

„საზოგადოებამ უყურა იმ სამარცხვინო კომენტარებს, რაც გააკეთა კეზერაშვილმა და დაადასტურა, რომ ის არის ადამიანი, ვინც მართავს პოლიტიკურ პროცესებს და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აფინანსებს, რომელიც მას მიმართავს. რაღაც მაფიოზურ - ოლიგარქიულ- პოლიტიკური მიქსი წარმოადგინა, რომლისგანაც ყველა ოპოზიციურმა ძალამ შორს დაიჭირა (თავი), მაგრამ ფაქტია, რომ მან შექმნა, ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე. ეს მისი სცენარია. რას წარმოადგენს თავად კეზერაშვილი, როდის იშოვა ფული, ამაზე უფრო მკაფიო კომენტარები უნდა გააკეთოს. არის სასამართლოს დასკვნა, რომ მილიონებია მიღებული არაკანონიერად საქართველოს ბიუჯეტიდან, როცა ის სამხედრო უწყებას ხელმძღვანელობდა. ამის საპირისპირო არგუმენტი ჯერ ჯერობით არავის მოუსმენია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი