„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტიის კარი მუდმივად იყო, არის და იქნება ღია ახალი, ნათელი, პატრიოტი თანამებრძოლებისთვის. აღნიშნულის შესახებ პეტრე ცისკარიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გენერლების, ზაზა გოგავას და მამუკა ყურაშვილის გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ძალიან მიხარია ორი გენერლის შემოერთება. გარდა იმისა, რომ მათ აქვთ უდიდესი და ძალიან ღრმა სამხედრო გამოცდილება, სარგებლობენ შესანიშნავი, უმწიკვლო რეპუტაციით სხვა ჯარისკაცებში, მათ ასევე ძალიან დიდი ცოდნა აქვთ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორ უნდა გავიდეს საქართველო სამშვიდობოს, როგორ უნდა გავხდეთ ჩვენ ევროატლანტიკური ოჯახის სრულ უფლებიანი წევრი. ბოლო 30 წლის გამოცდილება და პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ნატო-ს გარეშე ევროკავშირის წევრობა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, უკრაინის გათვალისწინებით, მართლაც ამ რთული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ზაზა გოგავას და მამუკა ყურაშვილის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ამ ოჯახის წევრი“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.