ეკა ბესელია - პრეზიდენტი პოლიტიკოსებს ინდივიდუალურად ხვდება და საერთო ენის გამონახვას ცდილობს - რამდენიმე დღის წინ მეც მქონდა შეხვედრა და ჩემი შთაბეჭდილებით, სურს, რომ პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგას ნაბიჯი

„სამართლიანი საქართველოს“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორები უკვე დაარწმუნა იმაში, რომ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს განზრახ აზიანებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ახლა შანსი უნდა გაჩნდეს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო საქართველო არ დაზარალდეს.

„მგონი, მმართველმა პარტიამ უკვე დაარწმუნა საერთაშორისო პარტნიორები იმაში, რომ ისინი ამას გამოუცდელობით კი არ ჩადიან, განზრახ აზიანებენ ამ პროცესს. ხელისუფლებაში დროებით მყოფი ჯგუფი არჩევნების გზით შეიცვლება, არავინ რჩება მარადიულად ხელისუფლებაში. თუ ეს მიზანი აქვთ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, ეს მიზანი რომ არ შესრულდეს, მგონი ამის საპირისპირო პროცესი იწყება ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან. შანსი გაჩნდეს, რომ ამ ადამიანების გამო ქვეყანა არ დაზარალდეს“, - განაცხადა ბესელიამ. გარდა ამისა, მან პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს პოლარიზაციის დასრულება სურს.

„პრეზიდენტს პარლამენტში ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა. მისი გზავნილები ალბათ, უკვე მეტყველებდა არა მხოლოდ იმაზე, რომ პარლამენტში სათქმელი თქვა, ამით დაადასტურა თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულება ამ პროცესში, რასაც ჰქვია ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსის სწრაფად მიღება. პირიქით, მე დავინახე და ეს მასთან საუბარმაც დამარწმუნა, რამდენიმე დღის წინაც შეხვედრა მქონდა, რომ ის აპირებს გაცილებით მეტი გააკეთოს, ალბათ, ყველაზე მეტი ხელისუფლებაში მყოფ პირთაგან, რათა ახლა ამ პროცესში საკუთარი სტატუსი,საკუთარი გამოცდილება დაახმაროს იმას, რომ ეს შესაძლებლობა, როგორც ქვეყანამ არ დავკარგოთ. ჩემი შთაბეჭდილებით, რაც საუბრიდან დამრჩა, პრეზიდენტს სურს, რომ პირველი პუნქტისკენ გადადგას ნაბიჯი, რაც არის პოლარიზაციის დასრულება“, - განაცხადა ბესელიამ.

მისი განმარტებით, პრეზიდენტი სრულიად განსხვავებული ხედვის პოლიტიკურ ლიდერებსა თუ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებთან ცდილობს საერთო ენის გამონახვას. ბესელიას თქმით, პრეზიდენტი პოლიტიკოსებს ინდივიდუალურად ხვდება და კონსულტაციებს მართავს.

„ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი და საჭირო პროცესია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და დროული. მომწონს, როდესაც პრეზიდენტი მმართველ პარტიას ხელს უწვდის და ეუბნება, „ერთად გავაკეთოთ“. კი არ ავლებს ზღვარს, მე თქვენთან არ ვითანამშრომლებო, პირიქით. ის ამბობს, ვისაუბროთ, აზრები გავცვალოთო“, - განაცხადა ბესელიამ.

მისი შეფასებით, ამ პროცესის მიზანი ევროპული ოჯახის წევრობაა და ის გაგრძელდება მანამ, სანამ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი