გია ვოლსკი - ორი აზრი არ არსებობს, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმი პოლიტიკურად მიკერძოებულია - თუკი სააკაშვილის გარემოცვის, მისი ოჯახის მიმართ არ დადგება მკაცრი მოთხოვნა, ამ თემას პოზიტიური წინსვლა არ უწერია

ისმის კითხვა, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა და მკურნალობის როგორი პროცესი არის საჭირო იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გამოსწორდეს? - პასუხს ამაზე არავინ იძლევა და როცა ამ კითხვაზე პასუხი არ არის, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყველანაირი განცხადება და დასკვნა პოლიტიკური კონიუნქტურით არის ნაკარნახევი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე შეფასებით, „ორი აზრი არ არსებობს, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმი პოლიტიკურად მიკერძოებულია“.

ვოლსკის განცხადებით, „თუკი სააკაშვილის გარემოცვის, მისი ოჯახის მიმართ არ დადგება მკაცრი მოთხოვნა, ამ თემას პოზიტიური წინსვლა არ უწერია“.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური თემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა, რადგან დანაშაული აშკარაა. ახლა საუბარია იმაზე, რომ ამ თემის პოლიტიზირება მოიხსნას. რა საკვირველია, დღის წესრიგში მკურნალობის საკითხი დადგა. თუკი სააკაშვილის გარემოცვის, მისი ოჯახის მიმართ არ დადგება მკაცრი მოთხოვნა, ამ თემას პოზიტიური წინსვლა არ უწერია. საოცარია, რომ მთელი ის საზოგადოება, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, მოხარულია, როცა მიხეილ სააკაშვილი ცუდადაა, ხოლო საზოგადოება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ანტაგონისტურად არის განწყობილი, თუკი სააკაშვილი ჯანმრთელობა გამოსწორდება, ნებისმიერ განვითარება პოზიტიურად უყურებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ