თინა ბოკუჩავა - დეპოლარიზაციაზე საუბარი შეუძლებელია თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავენ და უცხოელ ექიმებს მისი მონახულების უფლებას არ აძლევენ

დეპოლარიზაციაზე საუბარი შეუძლებელია თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავენ და უცხოელ ექიმებს მისი მონახულების უფლებას არ აძლევენ, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც PACE- ს თანამომხსენებლების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უცხოელი ექიმების დაშვებაზეა საუბარი.

ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილის ოჯახი მზად არის ამ საკითხზე ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს დაელაპარაკოს.

„პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენთან შეხვედრაზეც ისაუბრეს თანამომხსენებლებმა, რომ აუცილებელია გონივრული და დროული გამოსავლის მოძებნა, სხვაგვარად შეუძლებელია მოხდეს დეპოლარიზაცია. ანგარიშში კიდევ ერთხელ არის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელ ექიმებს მიეცეთ საშუალება მოინახულონ სააკაშვილი და სწორედ მათი მიუკერძოებელი დასკვნა გახდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება PACE- ს თანამომხსენებლების განცხადებებს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ის რეფორმები, რასაც ხელისუფლება ატარებს, კოსმეტიკურია და ფუნდამენტურ პრობლემებს არ პასუხობს.

„დეოლიგარქიზაციაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ არ იყოს პერსონალური მიდგომა, რადგან კარგად ჩანს კანონპროექტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა, არ უნდა შეეხოს ივანიშვილს, როცა იქ საუბარი იყო ქველმოქმედებაზე, პერსონალიზებული მიდგომა იყო რა თქმა უნდა. ზოგადად პერსონალიზებულია ეს ხელისუფლება და იმართება ერთი ადამიანის მიერ, ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში