მამუკა მდინარაძე - ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გინდ ახალი სახეები წარადგინოს, გინდ ძველი, დამთავრებულია ეს პარტია, მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო მუხტს ხშირად აორგანიზებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როცა მათ მიერ ორგანიზებული აქციების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრები საუბრობდნენ, ამისთვის მათ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ.

„შემიძლია გაკვირვება გამოვხატო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, დამფინანსებლების და ა.შ. ამ ბოლო დროს ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, რის გამოც, ჩვენ ძალიან გვაკრიტიკებდნენ. ჩვენ გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, როდესაც ვამბობდით, რომ კონკრეტული დამფინანსებელი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის „კლასტერს“, შემდეგ ეს დამფინანსებელი თავად გამოვიდა და თქვა, დიახ, მე ვეხმარები. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ შეიძლება მორალურ დახმარებაზეც ყოფილიყო საუბარი, ეს არავინ დაიჯერა. ფინანსური დახმარება დადასტურდა თავად ამ ფინანსური დახმარების ავტორის მიერ. როდესაც წინა დღეებში ვთქვით, თუკი ვინმეს წამოსცდა, რომ ეს იყო ორგანიზებული და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი იყო, ამასთან დაკავშირებით ლამის ჩვენი თანაგუნდელები შეაჩვენეს და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ. ამ დროს, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ ეს არის ჩვენი დაორგანიზებული. მე მხოლოდ შემიძლია გულწრფელი გაკვირვება გამოვხატო ამის მიმართ, თუმცა ისინი თავადვე ადასტურებენ იმას, რაც არის სიმართლე და რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს სიმართლე მათი მხრიდან შეიძლება მისასალმებელიც იყოს და მადლობაც კი გადავუხადოთ, რომ ასე გულწრფელად საუბრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ. დიახ, ისინი ძალიან ხშირად აორგანიზებენ საპროტესტო მუხტს. ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ახალგაზრდა მართლაც გულწრფელად იდგა, მოტყუვდა თუ არ მოტყუვდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იყვნენ გულწრფელი ადამიანებიც, რასაც გულწრფელად აპროტესტებდნენ და იყვნენ ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზების შედეგად იყვნენ მიყვანილი. უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, თუმცა ორგანიზების აღიარება მათ მხრიდან ძალიან კარგია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გენერლების - ზაზა გოგავას და მამუკა ყურაშვილის წევრობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობას“ არაფერი ეშველება”.

„ძველი-ახალი სახეები სად არიან? მოიკითხეთ, სად არის ეს ხალხი, ერთი წლის წინ, თუ რაღაც პერიოდის წინა ახალ სახეებად რომ წარუდგინეს საზოგადოებას? ზოგი რუსეთში, ზოგი სხვაგან არის და ა.შ. და ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ახალი სახეები. მნიშვნელობა არ აქვს ვის წარადგენს, “ნაცმოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახეები წარადგინოს, გინდ ძველი და გინდ რაღაც პროგრამა დადოს, რომლისაც ამ ქვეყანაში არავის სჯერა. დამთავრებულია ეს პარტია, მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ