ხატია დეკანოიძე PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებაზე - გაცილებით უფრო მწვავეა ეს ანგარიში, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან მიმართებით

გაცილებით უფრო მწვავეა ეს ანგარიში, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან მიმართებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, წინა ანგარიში იყო განსხვავებული, ახლა კი რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, ანგარიშიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის უფრო მწვავე.

რაც შეეხება სხვა საკითხებს და რეკომენდაციების შესრულებას, დეკანოიძის თქმით, მოხსენება, რომელიც საფუძვლად დაედება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე თავიდანვე ვამბობდით, რომ უკრაინაში სხვა კონტექსტია, საქართველოში სხვა და ეს თქვა სწორედ ვენეციის კომისიამ. პერსონიფიცირებულია ეს კანონმდებლობა, რაც გულისხმობს და აჩენს ძალიან დიდ რისკს, რომ ოპოზიციის დევნა შეიძლება დაიწყოს. ნებისმიერი ვალდებულება, რაც აქვს გაწერილი საქართველოს, მათმა შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ზიანი, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის კუთხით. პოლარიზაციას რაც შეეხება, მიშელის დოკუმენტში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ეხებოდა პოლარიზაციას, ზიზღის და იმ მძიმე ენის დაფარვა ვერ მოხდა მმართველი გუნდის მიერ და კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა მოქალაქეებთან მიმართებაში რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში