ხატია დეკანოიძე ხელისუფლებაზე - შიშის დათესვის რიტორიკა, რომელიც წლების განმავლობაში აქვთ, ძალიან გაცვდა და დღეს საპირისპირო შედეგს იძლევა

შიშის დათესვის რიტორიკა, რომელიც წლების განმავლობაში აქვთ, ძალიან გაცვდა და დღეს საპირისპირო შედეგს იძლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კოლეგებთან ექნება კონსულტაციები, 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარების თაობაზე. დეკანოიძეს კითხვები აქვს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ზაზა ბიღიაშვილს, რომელმაც მხედველობა დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს.

"ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და ასეთი შანტაჟის და მუქარის განცხადებები პირველი არ არის, ეს ხდება წლებია და დარწმუნებული ვარ, ამის არავის გვეშინია. რაც შეეხება დემონსტრანტებს, აქ იყვნენ ახალგაზრდები, ვისზეც "ქართული ოცნების" პროპაგანდა არ მოქმედებს, არ მოქმედებს არც შიში, არც გაშავების კამპანია, რადგან მათ ესმით რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი,"- განაცხადა დეკანოიძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში