მამუკა მდინარაძე - სააკაშვილს შეუძლია მეტი ჭამოს, ან შეუძლია სამედიცინო მომსახურება მიიღოს - თუ მის კუჭზე გადის ევროინტეგრაცია, მაშინ ამ მოცემულობაში თქვენ ქართული საზოგადოება ვერ შემოგყვებათ

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მეტი ჭამოს ან შეუძლია სამედიცინო მომსახურება მიიღოს - თუ მიხეილ სააკაშვილიკუჭზე გადის ევროინტეგრაცია, მაშინ ამ მოცემულობაში თქვენ ქართული საზოგადოება ვერ შემოგყვებათ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ჯგუფისთვის ხელისუფლებას რომ დაეჯერებინა, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის მეორე თვიდან „ცოცხალი არ უნდა იყოს.“

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია მეტი ჭამოს ან შეუძლია სამედიცინო მომსახურება მიიღოს. მათ შორის, გადასხმა და ამით ამოიწურება პრობლემა. აი, ეს თუ არის ჩვენი დღის წესრიგი და თუ მიხეილ სააკაშვილის კუჭზე გადის ევროინტეგრაცია, მაშინ ამ მოცემულობაში თქვენ ქართული საზოგადოება ვერ შემოგყვებათ.

1%-ი მართალი, რომ ყოფილიყო, ასევე "ფეიკ" კამპანიისა, „არა რუსულ კანონს“, აი, ამ "ფეიკ" კამპანიისა არ იყოს, „მიხეილ სააკაშვილი კვდება“, მეორე დღესვე, როდესაც გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით გამოვიდა, ეს გარანტირებულად სტრასბურგში გასაჩივრებული იქნებოდა. დღემდე რომ არ არის გასაჩივრებული ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ახლა სხედან და ფიქრობენ, როგორ გაამართლონ "ფეიკ" კამპანიური ნარატივი, იმის შესახებ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი კვდება. მათ მთავარ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ, ჩემი ამაო მცდელობის მიუხედავად, თუ ვერ ჭამს რატომ არ იღებს შესაბამის გადასხმებს? რატომ არ იღებს სხვა სამედიცინო მომსახურებას? რაც ამ პრობლემას წამებში და წუთებში აღმოფხვრიდა, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, იმიტომ, რომ ეს არის სპეკულაცია, თვითდაზიანების რეჟიმი მისი გათავისუფლების სპეცოპერაციის დასასრულებლად, მაგრამ არცერთი ქვეყანა არ დაჰყვება პატიმრის და მისი ოჯახის წევრების თუ გარემოცვის შანტაჟს, თვითდაზიანებიდან გამომდინარე და პატიმარს არ გაათავისუფლებდა.

ჩვენ უკვე თვეებია და წელზე მეტია გვესმის ერთი და იგივე სიტყვები, რომელიც ყველა მომდევნო შემთხვევაში დასტურდება, რომ არის ტყუილი. სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ეს კონსილიუმი გარკვეულ დასკვნებს გამოიტანდა ხოლმე და შემდეგ აღმოჩნდებოდა ტყუილი. ჩვენ რომ ამ კონსილიუმისთვის დაგვეჯერებინა, ყველას სიცოცხლეს ვუსურვებ, რაც არ უნდა ბოროტი იყოს, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, სიცოცხლის უფლება არის უპირატესი უფლება ადამიანის, მათთვის რომ დაგვეჯერებინა, ის ადამიანი ცოცხალი არ უნდა იყოს, მეორე თვიდან მისი პატიმრობის. ყველა ჯერზე ამბობდნენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია და ფატალური შედეგი შეიძლება დღე-დღეზე დადგეს, მაგრამ ცოცხალია. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისიც და ყველა ადამიანი, ვინც კი შეიძლება თავისთავსაც პრობლემებს უქმნიდეს. მათი "ფეიკ" დასკვნები საზოგადოებაში გაცვდა, გაიშიფრა და ექიმები, რომლებიც მართლა თავს ევლებიან ორ ოთახიან ლუქსში პატიმარს, მე მათი მჯერა. აქედან გამომდინარე, კონსილიუმის დასკვნა ბევრი ადამიანისთვის არადამაჯერებელიც შეიძლება იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი