შალვა ხაჭაპურიძე - ვნახეთ, ტრამპთან დაკავშირებით პოლიტიკოსები თავს იკავებენ განცხადებებისგან, ასე უნდა იყოს აქაც, არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკოსები - რაც მეტი უცხოელი ექიმი ჩამოვა, მივესალმები

ჩვენ დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ. პოლიტიკოსების, განსაკუთრებით სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების მხრიდან უნდა შეწყდეს ყველანაირი განცხადებების გაკეთება - რაც უფრო მეტი უცხოელი ექიმი ჩამოვა, ამას მხოლოდ მივესალმები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რითაც PACE- ს თანამომხსენებლების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უცხოელი ექიმების დაშვებაზეა საუბარი.

როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, სტრასბურგთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

„ჩვენ დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ. მე რაც ჩავერთე ამ საქმეში, სულ ამას ვიმეორებ, რომ პოლიტიკოსების, განსაკუთრებით სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების მხრიდან უნდა შეწყდეს ყველანაირი განცხადებების გაკეთება. ვნახეთ გუშინ ტრამპთან დაკავშირებით, საერთოდ არ გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება და პოლიტიკოსები თავს იკავებენ განცხადებებისგან. ასე უნდა იყოს აქაც, არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკოსები. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი უცხოელი ექიმი ჩამოვა, ამას მხოლოდ მივესალმები.

2 დღის წინ გაკეთდა განცხადება სახალხო დამცველის კონსილიუმის მხრიდან, რომ საზღვარგარეთ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ამოწურულია აქ რესურსი. იგივე თქვეს ამერიკელმა და ბრიტანელმა ექიმებმა. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.

სტრასბურგთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუ რაიმე იქნება ცნობილი, შეგატყობინებთ. რაღაც დოკუმენტები არსებობს, უამრავი მასალაა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას სააკაშვილი მიიღებს“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია ნათქვამია, რომ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, „მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ, უტყუარ და სანდო ინფორმაციას“.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი