საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.
"ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობისა და აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.