რატი იონათამიშვილი - კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება, ცისკარიშვილმა აქციის ორგანიზება, ხოლო დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა - რა ხდება, ხომ არ იცით?

კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება, მორალური, რა თქმა უნდა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საკუთარ “ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

როგორც იონათამიშვილი წერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა თავის თავზე აიღო 9 აპრილის აქციის ორგანიზება.

“აღიარებათა სერიიდან: გუშინწინ, კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება. მორალური, რა თქმა უნდა. აბა, ფინანსური საიდან?!

გუშინ, პეტრე ცისკარიშვილმა თავის თავზე აიღო აქციის ორგანიზება. აქაც, სავარაუდოდ, მორალურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე უნდა იყოს საუბარი.

დღეს, ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს…

რა ხდება, ვინმემ, ხომ არ იცით?“, - წერს იონათამიშვილი.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი