9 აპრილს, როდესაც ყველანი ერთად შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, იქ ვიტყვით ჩვენს მთავარ სათქმელს, რომ ივანიშვილის რუსულ მმართველობას არ აქვს იმის უფლება, დაღუპოს საქართველოს მომავალი და მას არ აქვს იმის უფლება, ციხეში ჰყავდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა თელავში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ბოტკოველმა ასევე აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი საკუთარი მილიონების გაათმაგებაა“.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსულ ხელისუფლებას, რომელმაც თავიდან ბოლომდე გამოააშკარავა საკუთარი თავი, არ მივცეთ საშუალება, რომ დაღუპოს ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, ის ბავშვები, რომლებიც აქ დგახართ. დღეს ხელისუფლებას და ივანიშვილს ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ საკუთარი მილიონები და მილიარდები გაათმაგონ და ხალხი, რომლის წინაშეც იყვნენ და უნდა ყოფილიყვნენ ანგარიშვალდებული, არ აინტერესებთ. სწორედ ამიტომ, 9 აპრილს, როდესაც ჩვენ ყველა ერთად წავალთ თბილისში, ქვეყნის მთავარ მოედანზე, იქ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, რომ ივანიშვილს, რუსულ მმართველობას არ აქვს იმის უფლება, რომ დაღუპოს საქართველოს მომავალი და მას არ აქვს უფლება ციხეში ჰყავდეს ის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა თელავის გაუმჯობესებაში, საქართველოს გაუმჯობესებაში და ეს არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.