პეტრე ცისკარიშვილი - 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე უნდა შევიკრიბოთ ყველანი, რათა საბოლოოდ დადგეს საქართველო ლიანდაგებზე, რომელიც ევროპის დიდ ოჯახში შეგვიყვანს

9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე უნდა შევიკრიბოთ ყველანი, რათა საბოლოოდ დადგეს საქართველო იმ ლიანდაგებზე, რომელიც ევროპის დიდ ოჯახში შეგვიყვანს და არ მივცეთ „რუსულ ოცნებას“, რომ გადაგვიყვანოს ამ ლიანდაგებიდან,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა კიდევ უნდა გაგრძელდეს, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში.

„ძალიან ბევრი თქვენგანი 2003 წელსაც კი, 20 წლის წინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“, მიშა სააკაშვილის გვერდით და ებრძოდა მაშინდელ რეჟიმს, სადაც ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. ასევე ძალიან ბევრი თქვენგანი გნახეთ თბილისში, როდესაც ჩვენს სხვა თანამებრძოლებთან ერთად, ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, როდესაც დაგეშილი სპეცრაზმელების წინააღმდეგ მედგრად იდექით და ასევე საეტაპო გამარჯვებას მივაღწიეთ ჩვენ მაშინ, სადაც არ გავატანინეთ „რუსულ ოცნებას“ თავიანთი „რუსული კანონი“. ბრძოლა გრძელდება, წინააღმდეგობის მოძრაობა კიდევ უნდა გაგრძელდეს, რადგან სანამ მიხელ სააკაშვილი არის ციხეში, სანამ ამ რეჟიმმა ჩათვალა, რომ კლანჭები უნდა გამოაჩინოს და ისეთი მებრძოლი, პრინციპული, თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდა ბიჭი, როგორიც ლაზარეა, ციხეში გამოამწყვდიოს. სანამ ესე იქცევა რეჟიმი, ჩვენი ბრძოლა არ უნდა შეჩერდეს და აუცილებლად ასე იქნება, სწორედ ამიტომ მეგობრებო, ყველას გელოდებით 9 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისში და მომავალშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბევრი წინააღმდეგობის მოძრაობა გვექნება ჩვენ იმისათვის, რომ გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, პირველ რიგში მიშა სააკაშვილი და ნიკა გვარამია და შემდეგ დავამარცხოთ ეს რეჟიმი ყველგან ერთად, რადგან საქართველო ერთხელ და საბოლოოდ გავიდეს სამშვიდობოს და დადგეს იმ ლიანდაგებზე, რომელიც ევროპის დიდ ოჯახში შეგვიყვანს და არ მივცეთ „რუსულ ოცნებას“, რომ გადაგვიყვანოს ამ ლიანდაგებიდან“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ქ. თელავში 9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა პარტიის გენერალური მდივანი და ისაუბრა თუ რატომ არის 9 აპრილის აქცია მნიშვნელოვანი. ასევე მან აღნიშნა, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ახლა უკვე, მისი თქმით, კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარი - ლაზარე გრიგორიადისი არ იქნებიან თავისუფლები და მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რასაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად უწყობს საბოტაჟს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი