გიგა ბოკერია მოსამართლეების სანქცირებაზე - უპრეცედენტო რამე მოხდა - ეს ადასტურებს იმას, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებით უპრეცედენტო რამ მოხდა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ეს ადასტურებს იმას, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში.

"უპრეცედენტო რამე მოხდა, ივანიშვილის რეჟიმი თავისი ანტიდასავლური, ანტიქართული პოლიტიკით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა იქამდე, რომ დღეს მისი მსახური სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები არიან სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან, ქართველი ხალხის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ყველაზე ძლიერი დემოკრატიის, შეერთებული შტატების მხრიდან.

ეს ადასტურებს იმას, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და ამასთან ერთად, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეა ჩვენთვის ეს რეჟიმი, იმიტომ, რომ ის გვაქცევს საერთაშორისო იზოლაციაში, თუ არ შევცვლით ამ რეჟიმს, ეს იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება და დაგვტოვებს მარტო, რუსული საფრთხის წინაშე, ისე როგორც ეს ჩვენ მოგვივიდა 90-იანებში, ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ, ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს დემოკრატიული გზით, პროდასავლური, დემოკრატიული მთავრობით", - აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი