„ლელო" - მივესალმებით აშშ-ს ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას - ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის

„ლელო" მიესალმება აშშ-ს ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას. აშშ-ის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებას, ეხმაურებიან.

„პირველად აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა დასანქცირების მექანიზმი და სასამართლო „კლანის“ ლიდერები დაასანქცირა.

"ლელო" მიესალმება აშშ-ს ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას. აშშ ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის და სიგნალი ივანიშვილისთვის, რაც ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში სრულად და საბოლოოდ ამოიწურა ნდობის მანდატი "ქართული ოცნების" მთავრობისადმი. საქართველოს პარტნიორებმა საკმარისი დრო მისცეს ხელისუფლებას, რომელმაც განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმოება, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა, თავისუფალი მედიის შევიწროება და ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩამოშორება, რაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და ევროინტეგრაციის საბოტაჟს ემსახურებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია აგრეთვე იმისა, რომ "დეოლიგარქიზაცია" დასავლეთში აღქმულია, როგორც ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ მართული კლანებისაგან საქართველოს გათავისუფლება, რისკენაც აშშ-მ ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

"ლელო" განაგრძობს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტთან და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დემოკრატიისა და ევროპული პერსპექტივის გაძლიერებისთვის საჭირო ზომების მიღების პროცესში ჩვენ სახელმწიფოს გაძლიერების და მტკიცე დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო კლანის დასანქცირების ინიციატივით 2021 წლის გაზაფხულზე სწორედ "ლელო საქართველოსთვის" გამოვიდა ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის დროს”, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა