ბაჩო დოლიძე მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იწყება ოლიგარქიული რეჟიმების დამარცხება

დასაწყისია, რაც დღეს მოხდა, ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იწყება ოლიგარქიული რეჟიმების დამარცხება, რღვევა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებას ეხმაურება.

ბაჩო დოლიძის თქმით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები დაიწყებენ საუბარს, რომ აშშ არის მტერი.

„ხვალ ექნება მცდელობა ხელისუფლებას, რომ დაიცვას სასამართლო კორპუსი, თუმცა ყველაზე დიდი დამცველი დღეს აშშ-ია, ელჩი დეგნანი, რომელმაც თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით გვერდში ვუდგავართ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებიან ურთულეს პირობებში, მაინც მუშაობენ.

მე ხვალ ველოდები, რომ გამოდგება მთელი მმართველი გუნდი და დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ ამერიკა არის მტერი. ველოდები და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ასე იქნება, ხვალ ძალიან მძიმე დღე ექნება ბატონ კობახიძეს იმიტომ, რომ მას მოუწევს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და მოუწევს რიგი, ძალიან სახიფათო განცხადებების გაკეთება. სხვა შემთხვევაში დომინოს პრინციპია და ჩამოეშლებათ მთლიანად ეს ოლიგარქიული მმართველობა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და კარგი სიგნალია იმისათვის, რომ ზოგადად ინსტიტუტმა, რომელსაც ჰქვია სასამართლო, მიიღოს გზავნილი, რომ აშშ-ის სახით მას ჰყავს მთავარი მოკავშირე.

კარგია ეს, რაც მოხდა იმიტომ, რომ ნახავენ ახლა, როგორ უნდა გვარამიას ციხეში გაშვება იმისათვის, რომ სამსახურის მანქანით სარგებლობდა და ძალიან მარტივად იღებდნენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს. ეს ყველაფერი არის გამოძახილი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების, თორემ პერსონალურად არავინ ჩასაფრებული არ არის“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი