ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს - ყველას მოგეთხოვებათ პასუხი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე, არის "ისტორიული და უპრეცედენტო".

როგორც ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა „პოლიტპატიმარი“, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, „კორუფციული და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ“.

„მოგეხსენებათ, ოთხი მოსამართლე და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდნენ, რაზეც ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო. ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, ამ კორუფციული და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.

ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის. იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს. ეს ეხება იმ 76 ქართველ, გარუსებულ დეპუტატს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა. მე მინდა მივმართო მათ: დაფიქრდით, სად მიჰყვებით რუს ოლიგარქს. მინდა ასევე პროკურორებს მივმართო, სუს-ის უფროს ბატონ ლილუაშვილს, შსს მინისტრს გომელაურს და მაღალი თანამდებობის პირებს, არაფერს არ ვლაპარაკობ კობახიძეზე, ღარიბაშვილზე, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ანადგურებენ, ყველას მოგეთხოვებათ პასუხი და ეს გზავნილი არის თქვენთვის. შემდეგ, რიგში ხართ თქვენ, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ოთხი მოსამართლის დასანქცირება ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარია.

„ეს კონკრეტული გზავნილი, დიახ ქართველი ხალხის მონაპოვარია. ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარი, რომელმაც 7-8-9 მარტს საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფოებრიობა დაიცვეს. ეს არის თქვენი მხარდაჭერა. სწორედ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ რუსული ოცნების დემონტაჟი მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის უკანასკნელი წვეთი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ეს არის პირველი გადაწყვეტილება სანქცირებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ის მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ჩვენი ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის და ჩვენ ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი.

წარმოუდგენელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ღიად საუბრობს კლანურ, კორუფციულ სასამართლო სისტემაზე, ამ სისტემის მიერ გასამართლებული პუტინის პირადი პატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილი აგრძელებდეს ასეთ წამებაში ყოფნას, ნიკა გვარამია, რომა შამათავა და ასევე ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ამ რუსული რეჟიმის მსხვერპლია.

მოგიწოდებთ ყველას, ეს არ იქნება ერთი პარტიის აქცია, ეს იქნება სახალხო პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ და ევროპის მხარდამხარ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში