კახა წიქარიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე - ამ კლანის შესახებ წლების განმავლობაში გროვდებოდა ინფორმაცია - ზოგიერთი მოწმე მზად არის, რომ ჩვენება მისცეს საგამოძიებო კომისიას

ამ კლანის შესახებ წლების განმავლობაში გროვდებოდა ინფორმაცია, არსებობს უამრავი მოწმე და უამრავი მტკიცებულება თუ რას აკეთებდა ეს კლანი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ზოგიერთი მოწმე მზად არის, რომ ჩვენება მისცეს საგამოძიებო კომისიას, - ამის შესახებ სასამართლო რეფორმასა და „სასამართლო კლანზე“ მომუშავე დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხდა.

მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები არის წყალგამყოფი ხაზი პატიოსან და კორუმპირებულ მოსამართლეთა შორის და სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის თემა ვეღარ ჩაიფარცხება.

„ეს ჯგუფი თუ 2012 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთებზე მუშაობდა, 2012 წლის შემდეგ მუშაობს „ქართული ოცნების“ დაკვეთებზე. ის, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის უფრო თავისუფალი ვიდრე ადრე, ამაზე ჩვენ არ ვდავობთ, თუმცა ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ჯგუფის მეშვეობით ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში, ახდენს ზემოქმედებას მოსამართლეებზე იმ საქმეებში, რომელიც მას აინტერესებს. „ქართულ ოცნებას“ ყველა საქმე არ აინტერესებს, მაგრამ მისთვის საინტერესო საქმეებზე სწორედ ამ ჯგუფის მეშვეობით ახდენს ზემოქმედებას.

ამ კლანის შესახებ წლების განმავლობაში გროვდებოდა ინფორმაცია, არსებობს უამრავი მოწმე და უამრავი მტკიცებულება თუ რას აკეთებდა ეს კლანი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ზოგიერთი მოწმე მზად არის, რომ ჩვენება მისცეს საგამოძიებო კომისიას, ზოგიერთი მოწმე ჯერჯერობით თავს იკავებს, მაგრამ თუ ამოქმედდა საგამოძიებო კომისია დარწმუნებული ვარ, რომ დღის შუქზე გამოვა ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი და გაცილებით მეტი ადამიანი დასანქცირდება“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი