აშშ-ის გადაწყვეტილება არის გზავნილი „ქართული ოცების“ მატყუარა პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიღებული სასამართლო სისტემა და კლანი არათუ არ გაეშვა სახლში, არამედ შეერემონტებინა, გაეძლიერებინებინა და უვადოდ მიესაჯა საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ მიესალმება აშშ-ის გადაწყვეტილებას დაასანქციროს საქართველოში სასამართლო კლანის ხელმძღვანელები და ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებსა და მათ უფლებას იცხოვრონ სამართლიან და არა კლანურ სახელმწიფოში.
„ეს გადაწყვეტილება ასევე არის ძალიან ღია გზავნილი „ქართული ოცების“ და მისი მატყუარა პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, ამ წლების განმავლობაში, რომ სასამართლო კლანი და უსამართლო სისტემა, რომელიც იყო წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით, არათუ არ გაეშვა სახლში, არამედ შეერემონტებინა, გაეძლიერებინებინა და უვადოდ მიესაჯა საქართველოს მოქალაქეებისთვის კლანი და მათ მიერ მართული სასამართლო სისტემა. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტიპის გუნდი არ შეიძლება მართავდეს სახელმწიფოს, იმიტომ, რომ არაფერი მათ არ გამოსდით. არც რეფორმები, არც ინფრასტრუქტურული პროექტები, არც უსაფრთხოება, არაფერი მათი გაკეთებული არ ძლებს და ვერ ძლებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები გამოიყენა არა ცალკეული მოსამართლეების ცალკეული გადაწყვეტილების გამო, არამედ სასამართლოს კლანურად მართვის გამო. ე.ი მართვის სისტემა არის კლანური, ამას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება. მთელი ის „რეფორმები“, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ატარებდა და ატყუებდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ ინტერესებს დაიცავდა ეს სასამართლო, დღეს არის დასანქცირებული. მინდა ყველას, ვინც, წლების განმავლობაში, ძალიან მძიმე, უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში ვიყავით კლანის და ხელისუფლების წინააღმდეგ და მათ შორის დადებული უკანონო კონტრაქტის და გარიგების მხილების ფრონტის წინა ხაზზე, ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა ბრძოლა გაგრძელდება, გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოში კლანური სისტემის დემონტაჟი და ბოლომდე არ მივაღწევთ იმას, რომ ამ ქვეყანაში მოსამართლეები და სასამართლო იყოს თავისუფალი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, როგორც ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებების კომენტირებისას აღნიშნა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე მძიმე მდგომარეობაშია და რეალობის აღქმა უჭირს.
„კობახიძეს, როგორც ჩანს, ამ მძიმე რეალობის აღქმა ძალიან უჭირს. ეს არის პირდაპირი პასუხი და შედეგი იმის, რომ 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ტყუოდა, როცა ამბობდა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის აკეთებდა რეფორმებს. ჩვენი ქვეყნის არაერთი მეგობარი აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ არასწორი მიმართულებით მიდიოდნენ. მრავალი გაფრთხილების არმიღების შემდეგ დადგა ეს შედეგი. მასზე ერთადერთი პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კლანის რესტავრაციის, გაძლიერებისთვის, მათ შორის კანონების მეშვეობით, რაზეც მუდმივად ჩვენ გვქონდა წინააღმდეგობა. კობახიძის არაადეკვატური რეაქცია არ მიკვირს. არამხოლოდ ის, არამედ ბევრი სხვა ფიქრობს და მათ თავში მთავარი კითხვაა: თუ ვინ იქნება შემდეგი. დიდი ხანია მმართველი პარტიის თავმჯდომარე მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.