„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "წყალწაღებული ადამიანია". ვაშაძემ მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ახლა კობახიძის მთავარი საზრუნავია, რუსეთის რომელ რეგიონში მოუწევს გაქცევა და დასახლდება.
„თუ ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ, ნათელი დადასტურება იქნება, რომ მათ ბრალი მიუძღვით უკანონო ქმედებებში, თუმცა დიპლომატიური კორპუსის მოსმენები ჩვენ უკვე ვნახეთ. რაც შეეხება კობახიძეს, წყალწაღებული ადამიანია. ვფიქრობ, ახლა ერთადერთი, რაზეც ფიქრობს, რუსეთის რომელ რეგიონში მოუწევს დასახლება. გუშინ მისი ხმის კანკალით საუბარი ცალსახა და ნათელი მაგალითია, შეძლებს თუ არა ივანიშვილთან ერთად ის რუსეთში გაქცევას. სწორედ ამიტომ, ფარცხალაძე "ბოტასას" მიაღებინეს რუსეთის მოქალაქეობა, რომ მან ლოჯისტიკური საკითხები დაულაგოს, მათ ვეუბნები - იანუკოვიჩის გვერდზე არის ალბათ კერძო სახლები და საღამოობით შეუძლიათ დომინო, ჯოკერი ან ნარდი ეთამაშონ იანუკოვიჩს ცოტა ხანში",-განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებით არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომ დამოუკიდებელ სასამართლოში მოხდეს ჩარევა.
მისი თქმით, "ბევრი თემა" არსებობს, მათ შორის რას ითხოვდნენ სატელეფონო საუბრებში, ამიტომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, დაიცვან წესები.