ოთარ აბესაძე - სამართლიანად ლაგდება სურათი -  სოსო გოგაშვილს, რომელმაც 2017 წელს დამაკავა, 5 წელი მიუსაჯა სასამართლომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი სწორედ ეს სასამართლო დაასანქცირა კორუფციის ბრალდებით

უცნაურად და სამართლიანად ლაგდება სურათი - ადამიანს [სოსო გოგაშვილს], რომელმაც 2017 წელს დამაკავა, გუშინ 5 წელი მიუსაჯა იმ სასამართლომ, რომელიც მე კორუფციას მასამართლებდა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი სწორედ ეს სასამართლო დაასანქცირა კორუფციის ბრალდებით, - ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ აბესაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი სამყარო ხედავს, რა პრობლემების წინაშეა საქართველო და დახმარება უნდათ.

„მოცემული სიტუაციით სამართლიანობის აღდგენის პროცესში ვგრძნობ თავს და ეს ძალიან კარგია. თავისუფალი სამყარო ხედავს, რა პრობლემების წინაშეა ქვეყანა. მათ ჩვენი დახმარება უნდათ. ეს არაერთგზის დადასტურდა ეკონომიკური, საფინანსო, კულტურული და სხვა ბევრი მიმართულებით და დადგინდა ახლაც“, - განაცხადა ეკონომისტი ოთარ აბესაძე.

გარდა ამისა, აბესაძემ ისაუბრა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მოსამართლეების დასანქცირებამ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე.

მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი არის „ყველაზე ნეგატიური „მესიჯი“, რომელიც გამოიწვევს იმას, რომ საქართველო მსხვილ საერთაშორისო ინვესტიციებს დაემშვიდობება“.

„საინვესტიციო პორტფელები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ზოგადად, საინვესტიციო პაკეტები ყოველთვის უყურებენ ქვეყანაში არსებულ სასამართლოს, სადაც მათი უფლებები უნდა იყოს გარანტირებული. როდესაც მსოფლიოში ნომერ პირველი სახელმწიფოს მიერ სანქცირდება ის მთავარი ინსტიტუტი და მისი ხელმძღვანელობა, რომლებიც ქვეყანაში სამართლიანობას და დღის წესრიგს ქმნიან. ეს არის ყველაზე ნეგატიური „მესიჯი", რომელიც გამოიწვევს იმას, რომ საქართველო უბრალოდ დაემშვიდობება მსხვილ საერთაშორისო ინვესტიციებს იმ კუთხით, რომ საქართველოში ოფიციალურად დადგინდა, რომ როგორც ბიზნესის, ისე ადამიანის უფლებები არის დაუცველი. დაუცველი იმ კუთხით, რომ სასამართლო - ეს არის კორუფციული პრობლემა, შესაბამისად, ეს არის „მესიჯი", რომელიც უკვე წაკითხული აქვს ბევრ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს და საქართველოში თუ მიმდინარე პროექტია, მათთან დაკავშირებითაც უკვე მეშინია, გაწვევა არ მოხდეს“,- განაცხადა ოთარ აბესაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი