ლევან ბეჟაშვილი - ბინძური, მანიპულატორული რიტორიკის გამო, „ქართულ ოცნება“ მალე პერსონალურად დასანქცირდება

ასეთი ბინძური, მანიპულატორული რიტორიკის გამო, „ქართულ ოცნება“ მალე პერსონალურად დასანქცირდება, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „არსებობს თემები, მათ შორის სატელეფონო საუბრებში, თუ რას ითხოვდნენ ხელისუფლებისგან“.

როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნება“ ჩიხში შედის.

„შანტაჟი „ქართული ოცნების“ ლიდერის, კობახიძის მხრიდან, დიპლომატიური საუბრების გასაჯაროებაზე - ჩვენ ვნახეთ ერთი ასეთი მანიპულატორული გასაჯაროება ომის თემასთან დაკავშირებით, ახლა ამ თემასთან დაკავშირებით. ისინი შედიან ისეთ ჩიხში, სადაც გამოუვალი ვითარება იქნება და საერთაშორისო სანქციები უკვე მათ მიმართ, პერსონალურად დაწესდება ასეთი ბინძური, მანიპულატორული რიტორიკის გამო“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა